Close
Image
sort by
date asc
date desc
Image
17 იანვარს თავისუფალი ბიზნესების პლატფორმის - Freebusiness.ge, კონფერენცია გაიმართა, რომლის თემა იყო: "არსებული კრიზისის მოსალოდნელი ეკონომიკური შედეგები".კონფერენციაზე ნიკა გილაურმა წარადგინა პრეზენტაცია "საქართველოს ეკონომიკა: მოსალოდნელი ტენდენციები 2025-2026 წლებში", რომელიც შემუშავებულია კომპანია რეფორმატიკსის მიერ.
22.01.2025
Image
წინამდებარე დოკუმენტი - მესამე რესპუბლიკა - შემუშავებულია ნიკა გილაურისა და კომპანია რეფორმატიკსის მიერ და წარმოადგენს საქართველოს განვითარების ხედვას და რეფორმების გეგმას საშუალოვადიან პერსპექტივაში. რატომ ახლა და რას ნიშნავს მესამე რესპუბლიკა?საქართველოს პირველი რესპუბლიკა ჩამოყალიბდა 1918 წლის 26 მაისს და ის გაუქმდა საბჭოთა რუსეთის მიერ ანექსიის პირობებში 1921 წლის 25 თებერვალს. საქართველოს მეორე რესპუბლიკა ჩამოყალიბდა საბჭოთა კავშირის დაშლის და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შედეგად 1991 წლის 9 აპრილს და ის დღემდე არსებობს. სამწუხაროდ, ორივე ზემოთ აღნიშნული პერიოდის განმავლობაში საქართველოს უდიდეს პრობლემას წარმოადგენდა რუსეთის ძალმომრეობითი დამოკიდებულება ჩვენი ქვეყნისადმი - ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია, საგარეო ვექტორის კონტროლის სურვილი და პროდასავლური რეფორმების ხელშეშლის მცდელობა.წარმოდგენილი ხედვის და გეგმის მთავარი მიზანია, რომ საქართველო გახდეს გეოპოლიტიკურად და შიდასახელმწიფოებრივად უსაფრთხო ქვეყანა, მოსახლეობის მაღალი კეთილდღეობის დონით და სწრაფი ეკონომიკური ზრდის ტემპით - სახელმწიფო მდიდარი ოჯახით და დაცული საზღვრებით. ზემოხსენებული მიზნის მისაღწევად უმნიშვნელოვანესია ქართული ქარტიის პრინციპები და ამ დოკუმენტის ირგვლივ პროდასავლური ძალების ერთიანობა.საქართველო მესამე რესპუბლიკად ჩამოყალიბდება მაშინ, როდესაც ქვეყანა ჩამოშორდება რუსეთის ორბიტას და მისი უსაფრთხოება იქნება უზრუნველყოფილი, როდესაც საქართველო გახდება ევროპული ოჯახის წევრი ევროპული ინსტიტუტებით, გარანტირებული იქნება ადამიანის უფლებების დაცვა, თავისუფალი სასამართლო, სრულად გამჭვირვალე და თავისუფალი არჩევნები და თავისუფალი მედია, და როდესაც ჩვენ გავხდებით მაღალშემოსავლიანი ქვეყანა და აღვადგენთ ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას.დოკუმენტში შემოთავაზებული რეფორმები, სრულად და თანმიმდევრულად განხორციელების შემთხვევაში, შედეგად მოგვიტანს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, 2029 წლამდე ჩვენი ქვეყნის მაღალშემოსავლიან ეკონომიკად გადაქცევას, სიღარიბისა და უმუშევრობის თითქმის 80%-იან შემცირებას და საფუძველს ჩაუყრის საქართველოს მესამე რესპუბლიკის ჩამოყალიბებას.დოკუმენტის სანახავად ეწვიეთ ბმულს.
23.10.2024
Image
ნიკა გილაურმა 2024 წლის 5 ოქტომბერს საჯარო შეხვედრა გამართა, სადაც საქართველოს ეკონომიკური განვითარების კონკრეტული ხედვა და რეფორმების გეგმა წარადგინა.შეხვედრის თიზერი იხილეთ ბმულზე. შეხვედრის სრული ვიდეო ჩანაწერი იხილეთ ბმულზე. 
08.10.2024
Image
საქართველოს ისტორიული შანსი: შესაძლებლობა, რომელიც არ უნდა გავუშვათ ხელიდანნიკა გილაური, კომპანია Reformatics-ის დამფუძნებელი პარტნიორი და საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, 5 ოქტომბერს საჯარო შეხვედრას გამართავს.რა არის საქართველოს სტაბილურობის, უსაფრთხოების გაძლიერების და გამდიდრების ფორმულა?რეგიონში და მსოფლიოში მიმდინარე პროცესების ფონზე ჩვენს ქვეყანას გაუჩნდა ისტორიული შესაძლებლობა, უმოკლეს ვადაში გახდეს მაღალი შემოსავლის მქონე ეკონომიკა, რომელიც ამავდროულად იქნება გლობალური მნიშვნელობის საინვესტიციო, სავაჭრო და ლოგისტიკური ჰაბი. ამ შანსის არგამოყენება ჩვენი ისტორიული შეცდომა და უპასუხისმგებლობა იქნება.შეხვედრაზე ნიკა გილაური წარადგენს საქართველოს ეკონომიკური განვითარების კონკრეტულ ხედვას და რეფორმების გეგმას. ახალგაზრდა ლიდერებთან, აკადემიურ და ბიზნეს წრეებთან ერთად განხილული იქნება შემდეგი საკითხები: რა კონკრეტული რეფორმებია გასატარებელი ჩვენს ქვეყანაში? როგორი რეგიონალური და საგარეო პოლიტიკაა განსახორციელებელი იმისათვის, რომ საქართველომ ეს შანსი ხელიდან არ გაუშვას და დღევანდელი გლობალური და რეგიონალური გადაწყობის პროცესიდან გამარჯვებული და წარმატებული გამოვიდეს?ნიკა გილაურს აქვს ინსტიტუციური და ეკონომიკური რეფორმების წარმატებით განხორციელების 20 წელზე მეტი გამოცდილება. მისი პრემიერ-მინისტრობის დროს საქართველომ უმოკლეს ვადებში დაძლია გლობალური ფინანსური კრიზისიდან გამომდინარე გამოწვევები, მიაღწია ეკონომიკის სწრაფ ზრდას, მოიზიდა სტრატეგიულად მნიშვნელოვანი უცხოური ინვესტიციები და შეიძინა რეგიონის ენერგეტიკული ჰაბის ფუნქცია.2012 წლიდან ნიკა გილაური არის კომპანია Reformatics-ის დამფუძნებელი და McKinsey & Co-ის უფროსი მრჩეველი. ამ პერიოდის განმავლობაში მან აღმოსავლეთ ევროპის, ახლო აღმოსავლეთის, აფრიკის, ცენტრალური აზიისა და სამხრეთ კავკასიის 30-მდე ქვეყნის მთავრობას გაუწია კონსულტაცია სახელმწიფო მმართველობის, ანტიკორუფციული, მაკროეკონომიკური და ფისკალური პოლიტიკის, ბიზნეს გარემოს გაუმჯობესების, ენერგეტიკის, სოციალური, განათლების და ჯანდაცვის სფეროებში.შეხვედრის ადგილი და დრო: წერეთლის გამზირი 114, Factory Tbilisi (კოკა-კოლას ყოფილი ქარხნის ტერიტორია)5 ოქტომბერი, 2024 წელი; 16:00 საათიდაინტერესების შემთხვევაში რეგისტრაცია გაიარეთ ბმულზე. 
05.10.2024
Image
Reformatics published an article in Forbes magazine regarding the post-corona world. The article provides an analysis of world geopolitics, economy, environment, and social relations. It also proposes several ideas for developing countries to come out as winners in the post-corona world. The article is available in English and Georgian languages. 
06.04.2020
Image
Reformatics proposes an anti-crisis economic plan for Georgia. The following plan includes various topics, such as assistance to SMEs, as well as, large business; maintaining the stability of the banking system; currency inflow and exchange rate stability; long-term measures for economic growth.Please follow the link to see the full presentation
21.03.2020
Image
Kazakhstan is among the top 25 countries in the world by ease of doing business. This year Kazakhstan improved its position in four indicators: starting a business, dealing with construction permits, getting credit, and paying taxes. The overall score of Kazakhstan improved by 1.6 points. According to the Doing Business 2020 report, Kazakhstan has a better business regulation than a number of developed countries, such as Iceland, Austria, Japan, Spain, France, Israel, Switzerland and The Netherlands. During the last five years, as a result of consultancy services provided by Reformatics, Kazakhstan has improved its position by 52 places, from the 77th place in DB 2015 to the 25th place in DB 2020. This year Uzbekistan’s performance improved in 8 out of 10 indicators of the Doing Business report. Reforms were implemented mainly in the following areas: protecting minority investors, paying taxes, trading across borders, and enforcing contracts. A country in Western Africa improved its DB score by 3.4 points that is the second highest amelioration among African countries. 8 out of 10 indicators were improved, whereby major reforms were implemented in six indicators: starting a business, dealing with construction permits, getting electricity, registering property, trading across borders, and enforcing contracts.Since 2013 Reformatics has successfully consulted a number of countries worldwide to improve their business environment, including their position in the Doing Business report. Client countries of Reformatics have been among the best reformers per DB report by the WBG and have stably demonstrated progress over years.
24.10.2019
Image
Tamara Kovziridze, Partner and Senior Director at Reformatics was invited to Exiting the European Union Committee of the British Parliament (House of Commons). The purpose of the visit to the UK Parliament was to share information and expertise to the MPs on the Association Agreement (AA) and the Deep and Comprehensive Free Trade Area (DCFTA) between Georgia and the European Union.While evaluating various possible models of EU-UK relations post Brexit, the 31st of January meeting of the Committee on Exiting the European Union was dedicated to an in-depth analysis of the association model and its strengths and weaknesses for the UK. Among other aspects, Tamara shared information to the Members of the UK Parliament on the structure and essence of the agreement, market access conditions, safety and industrial standards regulations, trade in services, dispute resolution and institutional provisions, as well as legislative approximation provisions of the AA/DCFTA. All these and other elements will be decisive in determining a suitable model of trade and economic relations between the UK and the EU.Prior to co-founding Reformatics in 2012, in her capacity as Georgian Government official, Tamara Kovziridze led a number of key trade negotiations such as the EU-Georgia DCFTA, Turkish-Georgian FTA as well as Georgia′s negotiations on the WTO accession of the Russian Federation. Full video version of the meeting is available at the following link. 
05.02.2018